ხვალ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს
ხვალ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს. რამაზ სვანაძემ უკრაინელებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე უმასპინძლა. მან ამ პოსტზე ვილი სანიოლი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. სვანაძე 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ ევროპის ორ ჩემპიონატზე ითამაშა. საქართველო - უკრაინის მატჩი „დინამო არენაზე“ ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.
