თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს
თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც კინოს, თანამედროვე ხელოვნებასა და მოგზაურობის თემატიკას აერთიანებს. ფესტივალის მიზანია საქართველოს კულტურული პოტენციალის წარმოჩენა და ქართული კინოსა და ხელოვნების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა. ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი რეჟისორები, ხელოვანები და კინოს სფეროს წარმომადგენლები. საერთაშორისო კონკურსში ქართველი რეჟისორებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრებმა სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილები დაიკავა.
