„მადლობა მაღაროელს“ - ასეთია მაღაროელთა დღის წლევანდელი გზავნილი
„მადლობა მაღაროელს“ - ასეთია მაღაროელთა დღის წლევანდელი გზავნილი. ჭიათურაში ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იყო. ზეიმს მთელი ქალაქი შეუერთდა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის, გამოავლინეს საუკეთესო მაღაროელი. იყო სიტყვით გამოსვლები, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი. ტრადიციული ღონისძიება ხაზს უსვამს, მაღაროელთა შრომის, პროფესიული თავდადებისა და მათი წვლილის მნიშვნელობას ქალაქისა და ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში
