არასწორს, დამახინჯებულსა და ინტერპრეტირებულს უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ ინფორმაციას
არასწორს, დამახინჯებულსა და ინტერპრეტირებულს უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ ინფორმაციას. საპოლიციო უწყების განმარტებით, დაკავების შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლევ მიხეევს, თარჯიმნის მონაწილეობით, განუმარტეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, მათ შორის ის გარემოება, რომ ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა და მიეცა უფლება, საქართველო ნებაყოფლობით დაეტოვებინა მისთვის სასურველი მიმართულებით და მანაც ისარგებლა კანონით მინიჭებული შესაძლებლობით
