„ოპოზიციის სიძულვილის კამპანია ქვეყნის წარმატების წინააღმდეგაა მიმართული“ - ასე აფასებენ „ქართულ ოცნებაში“ თავდასხმას ქართველ ფეხბურთელებზე, რომლებიც გუშინ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ ბულინგის და შეურაცხყოფის სამიზნედ აქციეს
„ოპოზიციის სიძულვილის კამპანია ქვეყნის წარმატების წინააღმდეგაა მიმართული“ - ასე აფასებენ „ქართულ ოცნებაში“ თავდასხმას ქართველ ფეხბურთელებზე, რომლებიც გუშინ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ ბულინგის და შეურაცხყოფის სამიზნედ აქციეს. მატჩის დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გუნდის წინააღმდეგ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა. სამიზნე იყო გიორგი გველესიანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა,თუ როგორ ახორციელებდნენ წნეხს ფეხბურთელებზე, აქციების დროს, რათა მხარდამჭერი პოსტები დაეწერათ
