პატიმრობა შეეფარდა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ მოქალაქეს
პატიმრობა შეეფარდა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ მოქალაქეს. მათგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს. საქმის მასალების ნაწილი ექსკლუზიურად მოიპოვა „ქრონიკამ“. ვიდეო მიმართვა „აისისი“-ს ერთ-ერთი ლიდერის მოთხოვნით ჩაწერეს და ელექტრონული ფოსტით გააგზავნეს, მათ „ბაიათი“ ანუ ერთგულების ფიცი დადეს. ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, ვაზნები, ხელყუმბარა, და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები
