საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებას ითხოვს, თუ რა სტანდარტით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებას ითხოვს, თუ რა სტანდარტით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას. ირაკლი კირცხალია, ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ წუხილი გამოთქვა, რომ კორძის კონცერტი გაუქმდა, მუსიკოსის, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე თავად მუსიკოსმა გამოთქვა უკმაყოფილება კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო, რადგან სიძულვილის გამავრცელებლები არ უნდა ფინანსდებოდნენ
