მუსიკოსი კორძი წუხს, რომ ორგანიზატორებმა მხარი არ დაუჭირეს, როდესაც მისი წარმოდგენა გააუქმეს
მუსიკოსი კორძი წუხს, რომ ორგანიზატორებმა მხარი არ დაუჭირეს, როდესაც მისი წარმოდგენა გააუქმეს. გორში დაგეგმილი, ევროკავშირის მხარდაჭერილი კონცერტი, დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ხელოვნების სახლის განმარტებით, უსაფრთხოების მიზეზით გაუქმდა. მუსიკოსმა რამდენიმე მილიონ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა. მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს მხილება იქნება ერთგვარი მაგალითი სხვა სტრუქტურებისთვისაც, რომ არ დააფინანსონ სიძულვილის ენის გამავრცელებლები.
