იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩი მუსიკოსი კორძის მიერ მილიონზე მეტი ქართველის გინებაზე - კითხვას ელჩი არ პასუხობს და არც ემიჯნება
იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩი მუსიკოსი კორძის მიერ მილიონზე მეტი ქართველის გინებაზე - კითხვას ელჩი არ პასუხობს და არც ემიჯნება. სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება 26 სექტემებრს ხელოვნების სახლში კორძის კონცერტი. ელჩმა კი თქვა რომ კითხვებს 10 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე უპასუხებს. კითხვა წერილობითი სახითაც გვაქვს გაგზავნილი, დღესაც ვცადეთ პასუხების მოპოვება, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში თქვეს რომ დღეს შენობაში პასუხისმგებელი პირი არ იქნებოდა.
