ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ბახმაროში გამართული სემინარის საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს
ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ბახმაროში გამართული სემინარის საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს, პარალელურად ველოდებით ევროსაბჭოსგან პასუხს, თუ გრანტი არ გაცემულა რა სახით შეუწყვეს ხელი სემინარს. მმართველი გუნდის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება რომ ევროსაბჭო მისი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობას პატივს არ სცემს, ეს იქნება სკანდალი და ქართული ოცნების თქმით უკვე სკანდალურია რომ ევროპული სტრუქტურა რადიკალ პოლიტიკოსთან თანამშრომლობს.
