სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს
სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ საკვებ პროდუქტებს და ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელი კომპანიების პროდუქციას. ამ ეტაპზე გამოკვლეულ საკვებ პროდუქტებში დარღვევა არ ფიქსირდება. დროებით დახურულ შვიდ ბაღში კი აღმზრდელობითი პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბავშვების მოწამვლა ნოროვირუსით არის გამოწვეული.
სიუჟეტის ავტორი: ანი გოგოძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
