ე.წ დეზერტირების ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იწყება
ე.წ დეზერტირების ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იწყება. სამუშაოების დასრულებამდე კი თბილისის მერია ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს გაითვალისწინოს მოვაჭრეების მდგომარეობა და უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად. კერძო მესაკუთრე მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება, მანამდე კი გარე მოვაჭრეებისთვის შესაბამისი ადგილები გამოიყოფა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
