ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა და განმარტა, რომ შეთავაზება ლევან ხაბეიშვილისგან მიიღო. ოპოზიცია კი ისევ ურთიერთმხილების რეჟიმშია. ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილის ბრალდებების ადრესატი ირაკლი კუპრაძეა, რომელსაც შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. ის „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აქტივისტები და აქციების ორგანიზატორებიც. არსებული ვითარების გათვალისწინებით კი მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ასეთი ოპოზიციის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
