უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება?
უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება? ამ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე სვამს, კითხვის ადრესატი კი ევროსაბჭოა. აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს დაირღვა თუ არა კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული სემინარით, ან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონისთვის გვერდის ავლის ფაქტს. ევროსაბჭომ კონკრეტული სემინარისთვის გრანტის გაცემა უარყო, თუმცა მხარდაჭერა დაადასტურა. რა ტიპის მხარდაჭერაზეა საუბარი, ამ კითხვაზე „ქრონიკა“ ევროსაბჭოსგან პასუხს ელოდება.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
