თელავში, ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებულმა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა აიღო სტარტი
თელავში, ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებულმა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა აიღო სტარტი. მსმენელის წინაშე, სახელმწიფო საგუნდო კაპელა წარდგა. კონცერტის დაწყებამდე კი ანა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მუსიკალური საღამოების გარდა, წელს ფესტივალი კინოჩვენებებსა და მუსიკაზე საუბრებს მოიცავს, დაგეგმილია მოზარდაყურებელთა თეატრის გასტროლი.
