პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბერლინის მიწის პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის ლიდერის, კრისტინ ბრინკერის თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბერლინის მიწის პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის ლიდერის, კრისტინ ბრინკერის თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურის ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი ეჭვმიტანილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, თუმცა ჩხრეკისას ვერ აღმოაჩინეს, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბინაში გამომძიებლებმა ნარკოტიკული ნივთიერებები და ნაცისტური სიმბოლიკები იპოვნეს.
