პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
