ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. მოძრაობა შეიზღუდა აღმაშენებლის ქუჩაზე. დატბორილ ტერიტორიებზე შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა მუშაობს. მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით არსებული სანიაღვრე ქსელი და სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და გამტარუნარიანია. ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით ათობით შეტყობინებაა შესული
