„სიძულვილი და შეურაცხყოფა რადიკალების ცხოვრების წესია“ - ასე აფასებს მმართველი გუნდი, ნატა ფერაძის და აქტივისტ გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას, რომლის საჩივრის საფუძველზე ბერლინში ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სიძულვილი და შეურაცხყოფა რადიკალების ცხოვრების წესია - ასე აფასებს მმართველი გუნდი, ნატა ფერაძის და აქტივისტ გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას, რომლის საჩივრის საფუძველზე, ბერლინში ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სიძულვილის ენის ავტორს, ადრესატიც სიძულვილის ენით პასუხობს. გერმანიაში მცხოვრები ქართველი წერს, რომ ფერაძე ისევ განაგრძობს, სიძულვილი ენით საჯარო შეურაცხყოფას. რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტი შესაძლოა ისევ გამოიყენოს. ეთანხმება კანონს, რომ შეურაცხყოფა ევროპაში ისჯება. ფერაძეს მხარდაჭერას უცხადებს გოგი გვახარია, ერეკლე დეისაძე კი კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს შეურაცხყოფს. აქტივისტების დაპირისპირება გოგი გვახარიას პოსტმა გამოიწვია ნატა ფერაძისა და მისი შვილის შესახებ. როგორც ჩუბინიძე ირწმუნება, "გვახარიებს, ფერაძეებს და მათ ბაბლს" არ მისცემს უფლებას, ისეთები იკადრონ, რასაც ახლა კადრულობენ
