სანაპირო დაცვის, საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში, ნატოს მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა სწავლება ჩაატარა
სანაპირო დაცვის, საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში, ნატოს მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა სწავლება ჩაატარა. ლექციები მოიცავდა საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოების, ნავსადგურის დაცვისა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებს. სწავლება სანაპირო დაცვასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ემსახურება
