მემკვიდრეობის დაცვა და ხეობის უნიკალური რესურსების პოპულარიზაცია - სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ აღნიშნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
მემკვიდრეობის დაცვა და ხეობის უნიკალური რესურსების პოპულარიზაცია - სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ აღნიშნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო რეგიონის პროდუქციის გამოფენა-ბაზრობა და დაჯილდოების ცერემონია. ,,საპატიო მაჭახლელი 2026“-ის წოდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგს ლეილა კახიძეს გადასცა. ღონისძიებები მუსიკალური ნომრებით გაგრძელდა
