„ხანუმა“ ბათუმში - ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედია გრიბოედოვის სახელობის თეატრის დასმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე წარადგინა
„ხანუმა“ ბათუმში - ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედია გრიბოედოვის სახელობის თეატრის დასმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე წარადგინა. კლასიკური სიუჟეტი შენარჩუნებულია, თუმცა წარმოდგენას თანამედროვე ხედვა და ახალი პერსონაჟები დაემატა. დადგმის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. ხანუმა დღემდე რჩება თბილისის მრავალფეროვნების, სტუმართმოყვარეობისა და ადამიანური თანაცხოვრების სიმბოლოდ. გრიბოედოვის სახელობის თეატრმა 180-ე საიუბილეო სეზონი სწორედ ხანუმათი დახურა
