გიორგი ჩახუნაშვილმა, განაჩენიდან სამ თვეში დანაშაული აღიარა
4 ოქტომბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, განაჩენიდან სამ თვეში, დანაშაული აღიარა. სწორედ ამის საფუძველზე გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება და პატიმრობიდან გათავისუფლდა. დანაშაული აღიარა ამავე ეპიზოდზე დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა და ნიკა გვენცაძემ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
