თბილისის ბაღებში, საკვების ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ
თბილისის ბაღებში, საკვების ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ. 55 აღსაზრდელი და ერთი აღმზრდელი სამედიცინო დაწესებულებებში, ერთნაირი სიმპტომებით შეიყვანეს. სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. შესაბამის მოქმედებებს ატარებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
