საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო 10 წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო 10 წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. აღმასრულებელი ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანას გააჩნია საკმარისი ჰიდრორესურსი საიმისოდ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოს და არ დაუშვას სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება. ამ ფონზე, კვლავ ყურადღების ცენტრშია „ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
