ამერიკის შეერთებული შტატები უცხოურ გავლენებთან ბრძოლას უკვე მოქმედი FARA-ს კანონის გამკაცრებით განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატები უცხოურ გავლენებთან ბრძოლას უკვე მოქმედი FARA-ს კანონის გამკაცრებით განიხილავს. შესაბამისი კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებულია. პარალელურად იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ. ამ სამართლებრივი მექანიზმით ცდილობს ამერიკა დაუპირისპირდეს უცხო სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობას. ეს კი ოფიციალური თბილისისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოური ფინანსების გამჭვირვალობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის ფუნდამენტური პრინციპია
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
