ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში მოხსენებით გამოვიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრიორიტეტებზე ილაპარაკა და მათ შორის დაასახელა ჩინეთთან სავაჭრო კავშირების გამყარება. ილაპარაკა შუა დერეფანზე და დაანონსა სამიტის გამართვა. მოხსენების დროს შეეხო სანქციების პოლიტიკას და თქვა რომ რუსეთის მიმართ ახალი სანქციები საჭირო არ არის. ასევე ფონ დერ ლაინმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციაზე, უცხოურ ჩარევასა და სუვერენიტეტის დაცვაზე. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტის საქმიანობას ევროპარლამენტართა ნაწილმა დამანგრეველი უწოდა.
