შეერთებული შტატების სასამართლო საქართველოს, ენკას მიმართ არბიტრაჟში წაგებული ოთხას მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა, თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროში გასაჩივრებაზე ლაპარაკობენ
შეერთებული შტატების სასამართლო საქართველოს, ენკას მიმართ არბიტრაჟში წაგებული ოთხას მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა, თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროში გასაჩივრებაზე ლაპარაკობენ. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ეს არის მკაფიო მაგალითი თუ რა ზიანი შესაძლოა მიაყენოს სახელმწიფოს დაკვეთილმა რადიკალურმა პროცესებმა. უმრავლესობის თქმით, დაფინანსებულმა ჯგუფებმა ჩაშალეს ჰესის მშენებლობა, ახლა უტევენ იგლ ჰილსის პროექტს. კონკრეტული ჯგუფების მთავარი მიზანი არის სახელმწიფოს ჩამოშლა და მიღებული შედეგი უმრავლესობის შეფასებით, წარმოაჩენს რომ მსგავს პროცესებს მთავრობა უნდა გაუმკლავდეს, რადგან არ დააზიანო ქვეყანა, თავის დროზე კი ეს არ მოხდა.
