საპენსიო შენატანების დავალიანების მქონე 13 500-მდე კომპანიას დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
საპენსიო შენატანების დავალიანების მქონე 13 500-მდე კომპანიას დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება - პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ინიციატივა დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, წლის ბოლომდე დაგროვილი საპენსიო დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში, ფინანსური სანქციებისგან გათავისუფლდნენ. პროექტი ასევე ითვალისწინებს მომავალი ჯარიმების ოდენობის შემცირებასა და საპენსიო ფონდში სპეციალური დავების საბჭოს შექმნას.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
