ქონების გადასახადზე ზღვარი ორმოცი ათასიდან ასი ათასამდე იზრდება
ქონების გადასახადზე ზღვარი ორმოცი ათასიდან ასი ათასამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებათ თუ მათი წლიური შემოსავალი 100 000 ლარიდან დაიწყება. ამ საკანონმდებლო ცვლილებით 81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. კანონპროექტზე პარლამენტი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობს. პარლამენტში ინიცირების შემდეგ კანონმდებლები მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
