კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე იკავებს
საკანონმდებლო ორგანოდან მინისტრთა კაბინეტში. კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე იკავებს . ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს პრემიერმა უკვე წარუდგინა. მაია ბითაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს. ხვალვე საკანონმდებლო ორგანო სუსის ახალ უფროსსაც აირჩევს. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებას , რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას გულისხმობს, დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე განიხილეს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
