პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლადდანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლადდანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მიმართულებით მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას წარმატება უსურვა. მაია ბითაძემ ირაკლი კობახიძეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. შეხვედრას კულტურის სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
