სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. მას ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. გაიმართა შეხვედრა პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან . აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ მელაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
