შვიდი ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა
შვიდი ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოიკითხა ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე. რუხაძემ ტელეკომპანია იმედში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის, აპარატურის დამტვრევის და მაუწყებლობის გათიშვის შესახებ ისაუბრა.
