ბრიუსელისა და ქართული ოპოზიციის მიერ დაფინანსებული მედიის ორკესტრირებული ანტიამერიკული კამპანია დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ
ბრიუსელისა და ქართული ოპოზიციის მიერ დაფინანსებული მედიის ორკესტრირებული ანტიამერიკული კამპანია დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ. ასე აფასებენ, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციაში, ფორმულას იმ გადაცემას, სადაც დონალდ ტრამპს, წამყვანმა და სტუმარმა დასცინეს, გააკრიტიკეს და ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს. დეპუტატები პარალელს ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე აკეთებენ, რომელმაც სახელმწიფოებს ტრამპის ორგანიზაციასთან კავშირი აუკრძალა. როგორც მიიჩნევენ, ბიუროკრატებისგან პირდაპირი დავალებაა, ტრამპი დააკნინონ რადგან, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები სწორი დინამიკით ვითარდება. „ფორმულას“ ეთერში ტრამპის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე პოზიციის დასაფიქსირებლად წერილით მიმართა „ქრონიკამ“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.
