გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა. „დუნაისკა შტრედამ“ სტუმრად „ტრენჩინი“ 4-1 დაამარცხა. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა კი თავი მე-18 და 39-ე წუთებზე გამოიჩინა. გაგუას ანგარიშზე მიმდინარე პირველობაზე უკვე 4 გოლი და 4 საგოლე პასია. „დუნაისკა შტრედა“ კი სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს.
