სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში განათლების მინისტრმა მიიღო მონაწილეობა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში განათლების მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ სწავლის დასრულება მიულოცა კურსდამთავრებულებს და რეგიონში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მინისტრსა და მოადგილე ზვიად გაბისონიას, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. მინისტრმა კი წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. უნივერსიტეტი 18 საგანმანათლებლო პროგრამაზე, 321-მა სტუდენტმა დაასრულა.
