თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ, დააზიანა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ, უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
