კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
თეატრალური ეპიზოდები, საარქივო მასალა და საოპერო არიები ორი ქართველი ხელოვანის ცხოვრებაზე , შემოქმედებასა და ქართული ოპერის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე უამბობდა მაყურებელს. საოპერო გალაზე შესრულდა არიები ქართული და მსოფლიო საოპერო ნაწარმოებებიდან. ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო გალა საღამომ მაყურებელი, ქართული ოპერის გამორჩეული პერიოდის ისტორიაში ამოგზაურა.
