დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა. გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც ეს სტატუსი აქვს მინიჭებული. მიზეზი კი ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებია
