პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია ორი ადამიანი. მათი დაპატიმრება იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ. დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორეს კი, რომელიც არასრულწლოვანია, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ბრალდება ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
