მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საგამოძიებო პროცესის ფარგლებში გამოკითხულმა პირებმა ვერ წარადგინეს ფაქტობრივი მტკიცებულებები იმ ხმაურიანი ბრალდებების დასადასტურებლად, რომლებიც დავით გარეჯის ტერიტორიებსა და ლაზარე ჭორბენიძის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პუბლიკაციებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით აგორებული ეს კამპანია, დაცლილია სამართლებრივი საფუძვლისგან და ის პოლიტიკური სპეკულაციებისა თუ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების მცდელობას წარმოადგენს
