სინანულის გზით სიარული უსურვა მრევლს კათოლიკოს პატრიარქმა და ქადაგებისას, ქრისტეს წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის მოღვაწეობა დღევანდელობას შეადარა
სინანულის გზით სიარული უსურვა მრევლს კათოლიკოს პატრიარქმა და ქადაგებისას, ქრისტეს წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის მოღვაწეობა დღევანდელობას შეადარა. მართლმადიდებელ ეკლესიას, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მძიმე მარხვა აქვს დაწესებული. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც იესო ქრისტეს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა, თავი მეფე ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს
