სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ. მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.
