ოფიციალური თბილისი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებას, კონფლიქტის გაღვივების მცდელობად აფასებს
ოფიციალური თბილისი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებას, კონფლიქტის გაღვივების მცდელობად აფასებს. მარტა კოსი მომავალ წევრებს ტრამპის ორგანიზაცია „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. ამ მოწოდების საპასუხოდ ხელისუფლება ამბობს რომ არ აპირებს მაგასთან ურთიერთობები გაწყვიტოს. ევროკომისრის მინიშნება, რომ გაერთიანების მომავალ წევრებს განსხვავებული პოლიტიკური ხედვა არ უნდა ჰქონდეთ, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
