ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებულია ქართული კინოსთვის
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებულია ქართული კინოსთვის. ფესტივალის ერთ-ერთ პრესტიჟულ სფოთლაით სექციაში დღეს ლევან კოღუაშვილის შავ-თეთრი ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმი შექმნილია კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს“ და სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით. მსოფლიო პრემიერის პარალელურად ვენეციაში დაგეგმილია ქართული მიღება, სპეციალური ჩვენება პრესისთვის და სხვა ღონისძიებები
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
