საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოწმის სახით იკითხება კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სუსის ყოფილი უფროსის ნათესავი, ანდრია ლილუაშვილი. პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის მოწმე, მის დანაშაულებრივ ქმედებებს აღიარებს. პროკურორის თქმით, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილისა და ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის კავშირები.
