საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა სარეზერვო აქტივებმა 8 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეზერვები 613 მილიონი დოლარით შეივსო. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ რეკორდული ზრდა სავალუტო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა პირობებმა, წმინდა შესყიდვებმა და ოქროს სტრატეგიულმა ინვესტიციამ განაპირობა
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
