„ონელობა 2026“ აღნიშნეს რაჭაში
„ონელობა 2026“ აღნიშნეს რაჭაში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს. გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, სტუმრები გაეცნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორსა და კულინარიას. საღამო კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარდგა.
