ნიკა გვარამიასთვის ანა წითლიძის ნათქვამი უინტერესოა და არაფერს ნიშნავს
ნიკა გვარამიასთვის ანა წითლიძის ნათქვამი უინტერესოა და არაფერს ნიშნავს. გვარამიას წითლიძის იმ განცხადებაზე ვკითხეთ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილი თანაგუნდელი არაფორმალურ მმართველობასა და ერთობის დაშლაში დაადანაშაულა. მეტიც, წითლიძის თქმით, გვარამიამ პოლიტიკური კაპიტალი სააკაშვილის ხარჯზე დააგროვა. წითლიძე დანარჩენ ოპოზიციასაც ახსენებს, რომ მათ რეალიზება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიით შეძლეს.
